დამწყები და ახალგაზრდა პოეტების შემოქმედების საღამო


2015 წლის 20 თებერვალს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პოეზიის საღამო ჩატარდა. დამწყებ პოეტებს მიეცათ საშუალება თავიანთი შემოქმედება გაეცნოთ ფართო საზოგადოებისთვის, ასევე გაცნობოდნენ სხვათა პოეზიას. ახალგაზრდებმა მიიღეს რჩევები ერთმანეთისგან და გამოცდილება. მონაწილეობა 20 მდე ახალგაზრდა პოეტმა მიიღო.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

დისკუსია “რა არის სახელმწიფო?”


2015 წლის 11 თებერვალს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,რა არის სახელმწიფო”. ახალგაზრდები დისკუსიაზე ჯგუფების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სულ მონაწილეობდა ექვსი ჯგუფი-თითოეულმა წარმოადგინა სახელმწიფოს თავისებური ხედვა. ახალგაზრდებმა იმსჯელეს მათ მიერ ,,შექმნილი“ სახელმწიფოს მართვა-გამგეობის ფორმის, საშინაო და საგარეო ურთიერთობების და იმ პრობლემების აღმოფხვრის გზების შესახებ, რომელიც დაუშვეს, რომ იარსებებდა სახელმწიფოში. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით საფარიძე ესწრებოდა. მონაწილეობა 20-მდე ახალგაზრდამ მიიღო. დისკუსიას ლუკა ბიბინეიშვილი უძღვებოდა.

დისკუსია ქართული ენის ცოდნის ხარისხის შესახებ


2015 წლის 4 თებერვალს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში თემაზე “ქართული ენის სწავლების საკითხი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში” დისკუსია გაიმართა.

This slideshow requires JavaScript.

განხილული იქნა დედაენის სიწმინდესთან, მის დანიშნულებასა და დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებული საკითხები. Continue reading